ერასმუს მუნდუსის სამაგისტრო პროგრამა ტურიზმის მენეჯმენტში
ცხადდება ერასმუს მუნდუსის სამაგისტრო პროგრამა ტურიზმის მენეჯმენტში. პროგრამის ფარგლებში „მესამე ქვეყნების“ სტუდენტებისათვის გამოყოფილია ე.წ. A კატეგორიის სტიპენდიები, რომლებიც მოიცავენ: ყოველთვიურად 1000 ვროს 2 წლის განმავლობაში, მობილობის საფასურს 8000 ევროს ოდენობით და სასწავლო ხარჯების ანაზღაურებას.
მოცემულ პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გააგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• სააპლიკაციო ფორმა;
• ევროპული მოდელით შედგენილი რეზიუმე (CV);
• მინიმუმ ბაკალავრის დიპლომის დამოწმებული ასლი (აუცილებლობის შემთხვევაში ინგლისურ თარგმანთან ერთად) შემდეგ სპეციალობებში: ტურიზმი, ეკონომიკა, ბიზნეს ადმინისტრირება; გეოგრაფია ან მონათესავე სოციალურ – ჰუმანიტარული მეცნიერებები;
• ნიშნების ფურცლის ასლი (აუცილებლობის შემთხვევაში ინგლისურ თარგმანთან ერთად);
• პროფესიული გამოცდილებისა და პროგრამის გავლის შემდეგ სამომავლო გეგმების ამსახველი სამოტივაციო წერილი;
• ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (TOEFL – 230 ქულა კომპიუტერული ტესტი, 575 ქულა ხელნაწერი ტესტი, 88 ქულა ინტერნეტ ტესტი ან 6.5 ქულა მინიმუმ იელტური შეფასებით, მიიღება აგრეთვე კემბრიჯის მოწინავე ინგლისურის სერთიფიკატი (CAE) – მინიმუმ C დონე;
• ორი სარეკომენდაციო წერილი;
• საზღვარგარეთის პასპორტის ასლი (პასპორტის ვადა: მინიმუმ 2012 წლის დეკემბრამდე);
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 5 დეკემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.