ერასმუს მუნდუსის სამაგისტრო პროგრამა სტრატეგიული პროექტის მენეჯმენტში
ერასმუს მუნდუსის სამაგისტრო პროგრამა სტრატეგიული პროექტის მენეჯმენტში ითვალისწინებს კურსდამთავრებული სტუდენტებისათვის მაგისტრის სამმაგი ხარისხის მინიჭებას თითოეული მონაწილე უმაღლესი სასწავლებლიდან (დიდი ბრიტანეთის ედინბურგის ჰერიოტ – ვოტის უნივერსიტეტი, იტალიის მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, შვედეთის უმეას უნივერსიტეტი).
პროგრამის ხანგრძლივობა: 16 თვე.
პროგრამის მონაწილე თითოეული კანდიდატისათვის სავალდებულოა ინგლისური ენის სრულფასოვანი ცოდნა (TOEFL ტესტი – მინიმუმ 600 ქულა, ინტერნეტ – ტესტი მინიმუმ 100 ქულა, კომპიუტერული ტესტი მინიმუმ 250 ქულა ან მინიმუმ 6.0 ქულა იელტური შეფასებით, თუმცა ამ უკანასკნელ შემთხვევაში სტუდენტებს მოუწევთ ინგლისური ენის შემსწავლელი წინასწარი კურსის გავლა დიდი ბრიტანეთის ედინბურგის ჰერიოტ – ვოტის უნივერსიტეტში).
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 31 დეკემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.