ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ერასმუს მუნდუსის სამაგისტრო პროგრამა სტაბილური ენერგეტიკული სისტემების ფორმირების მიმართულებით

ცხადდება ერასმუს მუნდუსის სამაგისტრო პროგრამა (SELECT) სტაბილური ენერგეტიკული სისტემების ფორმირების კუთხით. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრის ხარისხის  მფლობელ სტუდენტებს. 

პროგრამაში მონაწილეობენ შვედეთის ტექნოლოგიის სამეფო ინსტიტუტი, იტალიის ტურინის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ნიდერლანდების ეინდჰოვენის ტექნოლოგიების ინსტიტუტი, ესპანეთის კატალონიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და ფინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი.

პროგრამის მონაწილეები  გამოცდილებას შეიძენენ შემდეგ სფეროებში:
•    მულტიდისციპლინარული პრობლემების ანალიზი და გადაწყვეტა;
•    გუნდური მუშაობა მულტინაციონალურ გარემოში და ა.შ.

სტიპენდიის ოდენობა:
•    1000 ევრო (ყოველთვიურად);
•    მგზავრობისა და დაბინავების ხარჯები - ორი წლის განმავლობაში 8000 ევრო;
•    პროგრამაში მონაწილეობის ხარჯები (დაზღვევის ჩათვლით) – 4000 ევრო სემესტრში.

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 30 ნოემბერი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები