ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ერასმუს მუნდუსის სამაგისტრო პროგრამა საშემსრულებლო ხელოვნებების მიმართულებით

ცხადდება ერასმუს მუნდუსის სამაგისტრო პროგრამა საშემსრულებლო ხელოვნებების მიმართულებით. პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვს  ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის ყველა სტუდენტს. პროგრამა დაიწყება 2011 წლის შემოდგომაზე და აერთიანებს ისეთ წამყვან უმაღლეს სასწავლებლებს, როგორიცაა: დიდი ბრიტანეთის ვარვიკის უნივერსიტეტი; ნიდერლანდების სამეფოს ამსტერდამის უნივერსიტეტი; სერბეთის ბელგრადის ხელოვნებათა უნივერსიტეტი და ფინეთის ჰელსინკის უნივერსიტეტი.

მოთხოვები:
•    კანდიდატი უნდა იყოს მინიმუმ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
•    უპირატესობად ჩაითვლება სამსახიობო, თეატრალური ხელმძღვანელის, მოცეკვავის, ქორეოგრაფის ან კურატორის გამოცდილება.

პროგრამის ხანგრძლივობა: 16 თვე.

მესამე ქვეყნის სტუდენტებისათვის განკუთვნილია A, გამონაკლის შემთხვევებში B კატეგორიის სტიპენდიები. A კატეგორიის სტიპენდია შეადგენს 36.000 ევროს, ხოლო B კატეგორიის სტიპენდია - 14.000 ევროს. 

საჭირო  საბუთები:
•    სამოტივაციო წერილი;
•    ორი სარეკომენდაციო წერილი;
•    ნიშნების ფურცლის დამოწმებული და ინგლისურ ენაზე ნათარგმნი ასლები;
•    ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი;
•    პირადობის მოწმობის ასლი.

ელექტრონული განაცხადის საფასურია 30 ევრო.
განაცხადის ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 4 იანვარი.


დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები