ერასმუს მუნდუსის სამაგისტრო პროგრამა კომპიუტერულ გამოთვლებში
ერასმუს მუნდუსის ორწლიანი სამაგისტრო პროგრამა კომპიუტერული გამოთვლების მიმართულებით განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების საერთაშორისო სტუდენტებისათვის და წარმოადგენს შვედეთის ტექნოლოგიების სამეფო ინსტიტუტის, პორტუგალიის უმაღლესი ტექნიკური ინსტიტუტისა და ესპანეთის კატალონიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივ პროექტს.
არაევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სტუდენტებისათვის პროგრამით გათვალისწინებულია ე.წ. A კატეგორიის სტიპენდიები, რაც გულისხმობს:
• მგზავრობისა და დაბინავების ხარჯებს 2 წლის განავლობაში 8000 ევროს ოდენობით;
• მონაწილეობის საფასურის დაფარვას (დაზღვევის ჩათვლით) სემესტრულად 4000 ევროს ოდენობით;
• ყოველთვიურ ანაზღაურებას 1000 ევროს ოდენობით.
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 15 ნოემბერი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვიც ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11