ერასმუს მუნდუსის სამაგისტრო პროგრამა ”გლობალური სწავლებანი - ევროპული პერსპექტივა”
პროგრამა ”გლობალური სწავლებანი - ევროპული პერსპექტივა” წარმოადგენს ინტერდისციპლინარულ, კვლევებზე დაფუძნებულ სამაგისტრო პროგრამას და მოიცავს ოთხ ევროპულ უნივერსიტეტს:
• ლონდონის ეკონომიკურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლა;
• ლაიფციგის უნივერსიტეტი;
• ვენის უნივერსიტეტი;
• ვროკლავის უნივერსიტეტი (პოლონეთი).
ევროპული კომისია აფინანსებს ზემოთ ხსენებულ კურსს ე.წ. საქველმოქმედო გრანტისა და მობილობის პროექტის ფარგლებში.
პროგრამა ორ წლიანია და მოიცავს ოთხ სემესტრს: ორი ზამთრის და ორი ზაფხულის სემესტრი.
ერასმუს მუნდუსის სტიპენდიებზე განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 1 დეკემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.