ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ერასმუს მუნდუსის სამაგისტრო პროგრამა ”გლობალური სწავლება - ევროპული პერსპექტივა”

ოთხი ევროპული უნივერსიტეტის გაერთიანება გთავაზობთ ინტერდისციპლინარულ, კვლევებზე დაფუძნებულ სამაგისტრო პროგრამას "გლობალური სწავლება - ევროპული პერსპექტივა". ზემოხსენებული უნივერსიტეტებია:

• ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლა;
• ლაიფციგის უნივერსიტეტი;
• ვენის უნივერსიტეტი;
• ვროცლავსკის უნივერსიტეტი (პოლონეთი).

კურსი ფინანსდება ევროპული კომისიის მიერ.

პროგრამის მონაწილე წარჩინებული სტუდენტები მიიღებენ სამაგისტრო ხარისხს.

სამაგისტრო პროგრამა არის ორწლიანი და მოიცავს 4 სემესტრს(ორი ზამთრის და ორი ზაფხულის სემესტრი). ბოლონიის პროცესის მიერ დადგენილი კრიტერიუმების თანახმად, პროგრამა ითვალისწინებს 120 კრედიტის მოპოვებას (30 კრედიტი თითო სემესტრში), ანუ 900 საათი სემესტრში ან 1,800 საათი წელიწადში.

განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 15 დეკემბერი.


დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი:
www.uni-leipzig.de/gesi/emgs/index.php?option=com_frontpage&Itemid=1

ან მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333,
ტელ: 899 21 16 70, 877 23 77 18
(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

 

ბანერები