ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ერასმუს მუნდუსის სამაგისტრო პროგრამა ე.წ. „თიხის მეცნიერებებში“

ერასმუს მუნდუსის 2 წლიანი სამაგისტრო პროგრამა აცხადებს განაცხადების მიღებას ე.წ. „მესამე ქვეყნების“ წარმომადგენელი სტუდენტებისაგან „მოწინავე თიხის მეცნიერებების საერთაშორისო სამაგისტრო კურსში“ მონაწილეობის მისაღებად.

ტერმინი „თიხის მეცნიერებები“ ამ შემთხვევაში წარმოადგენს ფართო ცნებას და აერთიანებს ისეთ დარგებს, როგორიცაა: ცემენტისა და კერამიკის ინდუსტრია, ქაღალდისა და სამხატვრო წარმოება, სამოქალაქო ინჟინერია, გეოტექნიკა, ნანოტექნოლოგია, მინერალოგია–კრისტალოგრაფია, გრუნტის კვლევა, ნავთობისა და სამთო მრეწველობა, კვება, გარემოს დასუფთავება, წყლის საფარის დაცვა და ა.შ. პროგრამა განხორციელდება და მაგისტრის ხარისხის მინიჭებას ითვალისწინებს საფრანგეთის, პორტუგალიის, საბერძნეთის, კანადისა და ბრაზილიის უმაღლეს სასწავლებლებში.

პროგრამისათვის გამოყოფილია 2 წლიანი სტიპენდია მთლიანობაში 48.000 ევროს ოდენობით.

დაინტერესებული „მესამე ქვეყნების“ წარმომადგენელი კანდიდატები უნდა ფლობდნენ მინიმუმ ბაკალავრის ან ეროვნული კანონდმდებლობით მასთან გათანაბრებულ  ხარისხს პროგრამით გათვალისწინებულ ან მონათესავე სპეციალობებში.

სტიპენდიის დასანიშნ კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია მოცემულ პროგრამაზე განაცხადის წარმდგენი ან მონაწილე უნივერსიტეტებიდან ერთ–ერთში ჩარიცხული ნებისმიერი კანდიდატისათვის. სტიპენდია არ დაენიშნებათ პირებს, რომელთაც წარსულში უსარგებლიათ ან ამჟამად სარგებლობენ ერასმუს მუნდუსის პროგრამით გათვალისწინებული მოცემული სტიპენდიით. სტიპენდიის დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ სტუდენტის სრულგანაკვეთიან სასწავლო კურსზე მიღების შემთხვევაში.

განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადა „მესამე ქვეყნების“ სტუდენტებისათვის წარმოადგენს 2010 წლის 31 დეკემბერს.


დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.

ბანერები