ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ერასმუს მუნდუსის სამაგისტრო პროგრამა: ევროპული ტერიტორიები

ცხადდება ერასმუს მუნდუსის ორწლიანი სამაგისტრო პროგრამა: ევროპული ტერიტორიები. სამაგისტრო პროგრამის მიზანია სტუდენტებმა მიიღონ სრულყოფილი ცოდნა ევროპის ერთიანი პოლიტიკისა და რეგიონული განვითარების შესახებ. 

პროგრამაში გაერთიანებულია შემდეგი უმაღლესი სასწავლებლები:
•    ეოტვოს ლორანდის უნივერსიტეტი (ბუდაპეშტი, უნგრეთი);
•    კატანიის უნივერსიტეტი (იტალია);
•    პარიზის  უნივერსიტეტი „Ecole des Hautes Etudes en Sciences Sociales” (საფრანგეთი);
•    ჩარლზის უნივერსიტეტი (პრაღა, ჩეხეთი).

პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილე სტუდენტები მიიღებენ მაგისტრის ორმაგ ან ერთობლივ ხარისხს.

დაინტერესებული კანდიდატები უნდა ფლობდნენ მინიმუმ ბაკალავრის ხარისხს (180 კრედიტი) შემდეგ სფეროებში: ისტორია, გეოგრაფია, ანთროპოლოგია, ეთნოგრაფია, კულტურათმცოდნეობა, ურბანული დაგეგმარება, ნაციონალიზმი, სამართალმცოდნეობა, ეკონომიკა, ადმინისტრირება.

კანდიდატთა შერჩევა განხორციელდება აკადემიური მოსწრებისა და უცხო ენების (ინგლისური, ფრანგული) სრულყოფილად ცოდნის საფუძველზე.

მესამე ქვეყნის წარმომადგენლებისათვის გათვალისწინებულია A კატეგორიის სტიპენდიები.

სტიპენდიის ოდენობა:
თვეში 1000 ევრო, აგრეთვე მგზავრობის, დაბინავებისა და სხვა აუცილებელი ხარჯები ყოველწლიურად 4000 ევროს და სამაგისტრო პროგრამაში მონაწილეობის (დაზღვევის ჩათვლით) ხარჯები სემესტრულად 4000 ევროს ოდენობით.

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 10 იანვარი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები