ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ერასმუს მუნდუსის საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა ქიმიაში

ცხადდება ერასმუს მუნდუსის საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა ქიმიაში (SERP-Chem). პროგრამის ხანგრძლივობაა ორი წელი. პროგრამა მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას განავითარონ კვლევითი უნარჩვევები შემდეგ სფეროებში: ნანომედიცინა და განახლებადი ენერგიები, გარემოს დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები და ა.შ.

სტუდენტები საკუთარი არჩევანის მიხედვით დაესწრებიან ლექციებს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან მინიმუმ ორ ქვეყანაში: საფრანგეთი, იტალია, პოლონეთი, პორტუგალია. სამაგისტრო ნაშრომის დამუშავება მოხდება უკანასკნელი სემესტრის ბოლო 6 თვის განმავლობაში. საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისების მიზნით, ნაშრომს ხელმძღვანელობას გაუწევს ორი პროფესორი: 1 ევროპიდან და 1 სტუდენტის სამშობლოდან.

პროგრამის სამუშაო და საგამოცდო ენა: ინგლისური.


ოპტიმალური სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით, მასპინძელი უმაღლესი სასწავლებლები დახმარებას გაუწევენ პროგრამის მონაწილეებს ხელმძღვანელთა შერჩევაში, ვიზის მოპოვებაში, დაბინავებასა და სხვა კულტურულ საქმიანობებში. პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ მაგისტრის ორმაგ ხარისხს.

სტიპენდიის ოდენობა: ყოველთვიურად 1000 ევრო.

 
დაინტერესებული კანდიდატები უნდა ფლობდნენ  ბაკალავრის ხარისხს ქიმიასა ან ფიზიკაში (მინიმუმ 180 კრედიტი) და ჰქონდეთ ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 30 ნოემბერი.


დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების გამყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები