ერასმუს მუნდუსის სადოქტორო მობილობის გრანტები
ერასმუს მუნდუსის გარე – თანამშრომლობის ფანჯარა/ლოტი 6/ აცხადებს კონკურსს სადოქტორო მობილობის გრანტების მოსაპოვებლად.
მეორე სამიზნე ჯგუფი
(საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულები ან/და დოქტორანტურის სტუდენტები)
1 სტიპენდია რუსეს უნივერსიტეტში (ბულგარეთი).
საჭირო საბუთები:
• ერასმუს მუნდუსის სააპლიკაციო ფორმის შევსებული ვარიანტი;
• მაგისტრის დიპლომის ასლი;
• დიპლომის დანართი (დოკუმენტის ნოტარიალურად დამოწმებული ვერსია ინგლისურ ენაზე);
• ცნობა დოქტორანტურის სტუდენტის სტატუსის შესახებ (მხოლოდ დოქტორანტურის სტუდენტებისათვის) (დოკუმენტის ნოტარიალურად დამოწმებული ვერსია ინგლისურ ენაზე);
• ინგლისური ან/და ბულგარული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი;
• სოციალურ – ეკონომიკური პრობლემის, განსაკუთრებული საჭიროების, სამედიცინო პრობლემის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა (დოკუმენტის ნოტარიალურად დამოწმებული ვერსია ინგლისურ ენაზე);
• პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
• 2 სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე ან დოკუმენტის ნოტარიალურად დამოწმებული ვერსია ინგლისურ ენაზე);
• ცნობა სამსახურიდან (არსებობის შემთხვევაში) (დოკუმენტის ნოტარიალურად დამოწმებული ვერსია ინგლისურ ენაზე).
საბუთების ჩაბარების ბოლო ვადაა 2010 წლის 10 დეკემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.