ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ერასმუს მუნდუსის ევროპული სამართალმცოდნეობისა და ეკონომიკის (EDLE) სადოქტორო პროგრამა

ბოლონიის, ჰამბურგისა და როტერდამის უნივერსიტეტები აცხადებენ კონკურსს ევროპული სამართალმცოდნეობისა და ეკონომიკის (EDLE) სადოქტორო პროგრამაზე.

აღნიშნული პროგრამა ფინანსდება ევროპული კომისიის მიერ ერასმუს მუნდუსის პროექტის ეგიდით. იგი სთავაზობს სამართალმცოდნეობისა და ეკონომიკის შესწავლას დოქტორის ხარისხის მაძიებლებს მინიმუმ სამ სხვადასხვა ქვეყანაში. პროგრამა ამზადებს მაღალკვალიფიციურ და პერსპექტიულ იურისტებსა და ეკონომისტებს საპასუხისმგებლო თანამდებობების დასაკავებლად კვლევით ორგანიზაციებსა და საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფებში.

კანდიდატებს ზემოაღნიშნულ მიმართულებებში უნდა ჰქონდეთ მაღალი აკადემიური მოსწრება და მეცნიერული კვლევის მაღალ დონეზე ჩატარების უნარი. სავალდებულოა ინგლისური ენის კარგად ცოდნა.განაცხადების გაგზავნა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული ფორმით.

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 15 თებერვალი.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი:

www.edle-phd.eu/_rubric/index.php?rubric=Home

ან მიმართეთ

უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობებათა სამსახურს მისამართზე:

ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი № 333

ტელ: 899 21 16 70, 877 23 77 18

(ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

ბანერები