ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ერასმუს მუნდუსის ევროპული სამაგისტრო პროგრამა სამუშაო, ორგანიზაციულ და საკადრო ფსიქოლოგიაში (WOP-P)

ევროპული სამაგისტრო პროგრამა სამუშაო, ორგანიზაციულ და საკადრო ფსიქოლოგიაში (WOP-P) წარმოადგენს ერასმუს მუნდუსის პროგრამას, რომელიც სარგებლობს ევროპული კომისიის მხარდაჭერით.

პროგრამაში მონაწილეობისათვის კანდიდატს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის საუნივერსიტეტო ხარისხი ფსიქოლოგიის სპეციალობით.

პროგრამის ხანგრძლივობაა ორი წელი და ითვალისწინებს სტუდენტის მიერ მთლიანობაში 120 კრედიტის დაგროვებას (60 კრედიტი წელიწადში).

სწავლებისა და გამოცდების ენა განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რომელ უნივერსიტეტში გაივლის სტუდენტი სასწავლო კურსს (ესპანური, ფრანგული, იტალიური ან პორტუგალიური). თუმცა, პროგრამა აგრეთვე ითვალისწინებს სემინარებისა და კურსების ინგლისურ ენაზე ჩატარებასაც.

განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 2009 წლის 27 დეკემბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი:

www.uv.es/erasmuswop/what_is_wop.htm

ან მიმართეთ

უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333,
ტელ: 899 21 16 70
(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

 

ბანერები