ერასმუს მუნდუსის ევროპული სამაგისტრო პროგრამა (LCT) ენისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში
ევროპული სამაგისტრო პროგრამა ენისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განხრით წარმოადგენს საერთაშორისო სასწავლო კურსს მეცნიერებისა და ხელოვნების მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად.
პროგრამის ხანგრძლივობა: 2 წელი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულის ხარისხი შემდეგი დარგებიდან ერთ-ერთში: გამოყენებითი ლინგვისტიკა, ენის ტექნოლოგია, შემეცნებითი მეცნიერებანი, კომპიუტერული მეცნიერებანი, მათემატიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები ან სხვა მონათესავე დარგები.
• ინგლისური ენის სრულფასოვნად ცოდნა, რაც დადასტურებული იქნება ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი კრიტერიუმით:
- TOEFL - ის ტესტში მოპოვებული მინიმუმ 79 ქულა (ინტერნეტტესტი), 213 ქულა (გამოთვლითი კომპიუტერის ტესტი) ან 550 ქულა (ხელნაწერი ტესტი);
- კემბრიჯის სერთიფიკატი თანამედროვე ინგლისურში - მინიმუმ B კატეგორია;
- კემბრიჯში ჩაბარებული საკვალიფიკაციო გამოცდა ინგლისურ ენაში;
- IELTS - 6,5 ქულა.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2010 წლის 8 იანვარი.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი:
lct-master.org/index.php?id=home
ან მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333,
ტელ: 899 21 16 70, 877 23 77 18
(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)