ერასმუს მუნდუსის დოქტორანტურის შემდგომი მობილობის გრანტები
ერასმუს მუნდუსის გარე – თანამშრომლობის ფანჯარა/ლოტი 6/ აცხადებს კონკურსს დოქტორანტურის შემდგომი (Post Doc.) მობილობის გრანტების მოსაპოვებლად.
მეორე სამიზნე ჯგუფი
(საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის მკვლევარები)
1 სტიპენდია რომის საპიენცას უნივერსიტეტში (იტალია).
მობილობის დასაწყისი 01/01/2011 (პროგრამის ხანგრძლივობა 6 თვე).
საჭირო საბუთები:
• ერასმუს მუნდუსის სააპლიკაციო ფორმის შევსებული ვარიანტი;
• დოქტორის დიპლომის ასლი;
• დიპლომის დანართი (დოკუმენტის ნოტარიალურად დამოწმებული ვერსია ინგლისურ ენაზე);
• ინგლისური ან/და იტალიური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი;
• სოციალურ – ეკონომიკური პრობლემის, განსაკუთრებული საჭიროების, სამედიცინო პრობლემის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა (დოკუმენტის ნოტარიალურად დამოწმებული ვერსია ინგლისურ ენაზე);
• პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
• 2 სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე ან დოკუმენტის ნოტარიალურად დამოწმებული ვერსია ინგლისურ ენაზე);
• ცნობა სამსახურიდან (არსებობის შემთხვევაში) (დოკუმენტის ნოტარიალურად დამოწმებული ვერსია ინგლისურ ენაზე).
საბუთების ჩაბარების პროცედურა:
აპლიკანტმა აპლიკაციის პაკეტი უნდა გააგზავნოს პირდაპირ მიმღებ უნივერსიტეტში;
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.