ერასმუს მუნდუსის B კატეგორიის სასწავლო გრანტები 2010-2011 სასწავლო წლისათვის
2010/2011 სასწავლო წლისათვის EMARO-ს სამაგისტრო პროგრამა გამოყოფს ერასმუს მუნდუსის პროგრამის დაახლოებით 8 სტიპენდიას B კატეგორიის სტუდენტებისათვის.
კონკურსის შედეგად შერჩეული სტუდენტი ყოველწლიურად მიიღებს სასწავლო გრანტს 10 000 ევროს ოდენობით.
განაცხადების მიღება ერასმუს მუნდუსის B კატეგორიის გრანტების მისაღებად 2010-2011 სასწავლო წლისათვის იწარმოებს 2010 წლის 5 იანვრიდან 2011 წლის 30 მარტამდე.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი:
http://emaro.irccyn.ec-nantes.fr/grants_eu_stud2010.php
ან მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333,
ტელ: 899 21 16 70
(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)