ერასმუს მუნდუსის 16 სტიპენდია საინფორმაციო-ტექნოლოგიურ ხედვასა და მექანიკურ ტექნოლოგიებში
ჰერიოტ ვოტის სახელობის ბურგუნდიისა და ჟირონას უნივერსიტეტები აცხადებენ განაცხადების მიღებას ერასმუს მუნდუსის კომპიუტერული ხედვებისა და მექანიკური ტექნოლოგიების (VIBOT) ორწლიან სამაგისტრო პროგრამაში მონაწილეობისათვის გამოყოფილი სტიპენდიების მოსაპოვებლად.
სასწავლო კურსის პირველი სემესტრი წარიმართება შოტლანდიაში, მეორე ესპანეთში, მესამე კი საფრანგეთში. მეოთხე 5 თვიანი სემესტრი განკუთვნილია სამაგისტრო კვლევითი პროექტის განსახორციელებლად ერთ-ერთ მასპინძელ უნივერსიტეტში.
ძირითადი მოთხოვნები:
• მაღალი აკადემიური მოსწრება;
• მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერებებში, ელექტრონულ საინჟინრო საქმეში, ფიზიკასა ან მათემათიკაში;
• ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (TOEFL 550).
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 15 იანვარი
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი:
http://www.jobs. ac.uk/jobs/ CK045/16_ Erasmus-Mundus_ Studentships
http://vision. u-bourgogne. fr/masters/ vibot/
ან მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333,
ტელ: 899 21 16 70
(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)