ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

,,Erasmus Mundus’’ უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობისა და მობილობის პროგრამა

"Erasmus Mundus'' არის უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობისა და მობილობის პროგრამა, რომლის მიზანია ევროპული უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება და მესამე ქვეყანასთან ურთიერთობების დამყარების შედეგად ხალხსა და კულტურებს შორის დიალოგისა და ურთიერთგაგების ხელშეწყობა.

პროგრამის ამოცანაა, ხელი შეუწყოს კურსდამთავრებულთა, ბაკალავრების, დოქტორანტების, პოსტ-დოქტორანტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობას; უზრუნველყოს პროგრამის ყველა მონაწილე ტრენინგებით, სემინარებით, კვლევებით, სტაჟირებით, საგანმანათლებლო ვიზიტებით, ევროპული ინსტიტუტის ცოდნისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენების შესაძლებლობებით, რათა წვლილი შეიტანოს ზემოაღნიშნულ ქვეყნებში საგანმანათლებლო სისტემის ამაღლებაში და სოციალურ-ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებაში.

პროგრამა ევროკავშირსა და ზემოაღნიშნულ ქვეყნებს შორის მობილობის გაზრდით ხელს უწყობს მესამე ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ადამიანური რესურსებისა და საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებას.

"Erasmus Mundus'' პროგრამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ევროკომისიას. კომისია ხელმძღვანელობს ბიუჯეტს და აყალიბებს პრიორიტეტებს, კრიტერიუმებსა და მიზნებს; ევროპულ დონეზე უზრუნველყოფს პროგრამის განხორციელების მონიტორინგს.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა იხილეთ დანართი, რომელშიც მოცემულია მიმდინარე სტიპენდიების სია.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი:http://www.erasmusmundus5.gr/

ან მიმართეთ

უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333,

ტელ: 89921 16 70, 877 23 77 18

(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

ბანერები