ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

”Erasmus Mundus” სამაგისტრო პროგრამა მასალათმცოდნეობის მეცნიერებაში რენეს უნივერსიტეტი 1, საფრანგეთი

"MaMaSELF" არის ორ წლიანი სამაგისტრო პროგრამა მასალათმცოდნეობის მეცნიერებაში, რომელიც მიზნად ისახავს მოწყობილობების გამოყენების სწავლებას, მასალების დახასიათებისთვის და შემუშავებისთვის.

სტიპენდია ფარავს მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს ევროპაში და ევროპის გარეთ.

ყოველ სასწავლო წელს უნივერსიტეტის საბჭო არჩევს არა ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტუდენტს, რომელსაც აქვს საშუალება მიიღოს გრანტი ყოველწლიურად 22.000 ევრო.

მიღების წესი:

სტუდენტს უნდა ჰქონდეს კარგი აკადემიური მოსწრება 180 კრედიტი (ან მისი ექვივალენტი) მასალათმცოდნეობის მეცნიერებაში ან მსგავს დისციპლინაში (ქიმია, ფიზიკა, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერება...) და კარგად ფლობდეს ინგლისურ ენას(TOEFL 210/550, IELTS 6.5 ან მისი შესაბამისი).

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა:

2010 წლის 19 იანვარი - გრანტის მიღების მსურველ სტუდენტებისთვის;2010 წლის 19 ივნისი - იმ სტუდენტებისთვის, რომელთაც არ სურთ გრანტის მიღება;2010 წლის 21 მაისი - არა ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტუდენტებისთვის, რომლებიც აპლიკაციის შევსებამდე ერთი წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ ევროპაში.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებ გვერდი:http://etudes.univ-rennes1.fr/mamaself/english/master-materials-science-mamaself/presentation

ან მიმართეთ

უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333, ტელ: 899 21 16 70, 877 23 77 18 (ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

ბანერები