ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ERASMUS MUNDUS სამაგისტრო პროგრამა ეკონომისტებისათვის საერთაშორისო ვაჭრობისა და ევროინტეგრაციის ეკონომიკაში

ERASMUS MUNDUS -ის სამაგისტრო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ წარმატების მიღწევის მსურველ ეკონომისტებს. პროგრამა ითვალისწინებს საერთაშორისო ვაჭრობისა და ევროპული ინტეგრაციის ეკონომიკის განხრით მაგისტრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის მოპოვებას.

პროგრამის სწავლების ენაა ინგლისური.
სასწავლო კურსში სულ მონაწილეობას მიიღებს 50 სტუდენტი. კანდიდატების შერჩევა მოხდება საერთო და ერთიანი პროცედურის დაცვით.

პროგრამა ღიაა ყველა იმ სტუდენტისათვის, ვისაც მიღებული აქვს 240 კრედიტი ეკონომიკის განხრით, გადის საუნივერსიტეტო სასწავლო პროგრამის კურსს ეკონომიკაში ან აქვს ბაკალავრის დიპლომი ზემოაღნიშნულ სფეროში.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გააგზავნოთ სააპლიკაციო ფორმა.
განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2009 წლის 31 დეკემბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი:
webhost.ua.ac.be/eitei/general_info_frame.htm

ან მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობებათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი № 333
ტ: 899 21 16 70, 877 23 77 18
(ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

ბანერები