ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

EMI-ის სასწავლო კურსი

EMI-ის სასწავლო აკადემია 2012 წლის 20-26 თებერვალს ევროკომისიის საქმიანობით დაინტერესებულ სტუდენტებს სთავაზობს სასწავლო კურსს ქალაქ ბრიუსელში. სტუდენტებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ სხვადასხვა ინსტიტუციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას, შეხვდნენ მაღალი რანგის მომხსენებლებს და ესაუბრონ მათ სხვადასხვა საინტერესო თემებზე სასიამოვნო, მეგობრულ გარემოში.
სასწავლო კურსი განკუთვნილია 30 წლამდე ახალგაზრდებისათვის. ლექციები ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

რეგისტრაცია ფასიანია: €750 (მოიცავს საცხოვრებელს, კვებას და ქალაქის შიგნით მგზავრობას). 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ CV და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე.

განაცხადების მიღების ბოლო დღეა 2011 წლის 30 ნოემბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C220 ტელ.: 229 47 11.

ბანერები