ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ედმუნდ მასკის სამაგისტრო გაცვლითი პროგრამა (Muskie) (2010)

ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამა წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს პროგრამას, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX). პროგრამა საშუალებას აძლევს მოქალაქეებს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, მოლდავეთიდან, რუსეთიდან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან, უკრაინიდან და უზბეკეთიდან მიიღონ მაგისტრის ხარისხი ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტში. მონაწილეები შეირჩევიან ღია, თანასწორუფლებიანი კონკურსის საფუძველზე.

პროგრამის ყველა მონაწილე:

• დაესწრება ლექციების სრულ კურსს ერთი ან ორი წლის განმავლობაში;

• პირველი აკადემიური წლის განმავლობაში შეიმუშავებს და განახორციელებს პროექტს, რომელიც სარგებელს მოუტანს ადგილობრივ საზოგადოებას;

• გაივლის სტაჟირებას სასწავლო სემესტრის შემდეგ.

 

პროგრამა სრულად არის დაფინანსებული და ითვალისწინებს:

• მხარდაჭერას აშშ J1 ვიზის მისაღებად;

• მგზავრობას მონაწილის საცხოვრებელი ქალაქიდან მასპინძელ უნივერსიტეტამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში და უკან;

• ყოველთვიურ სტიპენდიას;

• სამედიცინო დაზღვევას;

• უნივერსიტეტში სწავლების საფასურს;

• თანხას წიგნების შესაძენად;

• ბინის ქირას და კვებას აშშ-ში ყოფნის პერიოდში;

• ინგლისური ენის კურსებს (საჭიროების შემთხვევაში).

სასწავლო დარგები:

ბიზნესის მართვა, ეკონომიკა, განათლება, გარემოს დაცვის მენეჯმენტი, საერთაშორისო ურთიერთობები, ჟურნალისტიკა, სამართალი, საბიბლიოთეკო საქმე და საინფორმაციო მეცნიერება, სახელმწიფო მართვა, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, საზოგადოებრივი პოლიტიკა.

ანკეტების ჩაბარების ბოლო ვადაა 2009 წლის 2 ნოემბერი 17:00 საათი.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი:

http://www.irex.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=18

ან მიმართეთ

უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333,

ტელ: 899 21 16 70, 877 23 77 18

(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

ბანერები