ედინბურგის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კვლევით–სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიები
ედინბურგის სამართლის სკოლა აცხადებს კონკურსს კვლევით სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიების მოსაპოვებლად 2010-11 სასწავლო წლისათვის.
სადოქტორო სტიპენდიები:
ედინბურგის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა გთავაზობთ ორ სტიპენდიას მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად სამართალმცოდნეობაში. ამათგან ერთი სტიპენდია ითვალისწინებს სასწავლო ხარჯების ანაზღაურებას ადგილობრივი ევროპული სტანდარტების შესაბამისად, მეორე სტიპენდია კი აღნიშნულთან ერთად ძირითადი საარსებო ხარჯების დაფარვას ყოველწლიურად 8000 ევროს ოდენობით.
სამაგისტრო სტიპენდია:
სამართლის სკოლა გთავაზობთ სამაგისტრო სტიპენდიას შემდეგ მიმართულებებში:
• სამართლის ისტორია და ფილოსოფია;
• კვლევა;
• საკანონმდებლო კვლევითი საქმიანობა;
მოცემული სტიპენდია სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ ხარჯებს აანაზღაურებს ადგილობრივი ევროპული სტანდარტების შესაბამისად.
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 31 ივლისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.