ედინბურგის უნივერსიტეტის სამაგისტრო სტიპენდიები 2010-2011
ღია საზოგადოების ინსტიტუტი, დიდი ბრიტანეთის საგარეო ურთიერთობათა სამინისტრო და ედინბურგის უნივერსიტეტი აცხადებენ კონკურს 2010-2011 აკადემიურ წელს ერთწლიანი სტიპენდიის მოსაპოვებლად ედინბურგის უნივერსიტეტში შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე სასწავლებლად:
• პოლიტიკა (MSc in Policy Studies);
• ნაციონალიზმი (MSc in Nationalism Studies);
• პოლიტიკური თეორია (MSc in Political Theory);
• სოციალური კვლევა (MSc in Social Research);
• სოციალური ანთროპოლოგია (MSc in Social Anthropology);
• შედარებითი საზოგადოებრივი პოლიტიკა (MSc in Comparative Public Policy);
• გლობალური ჯანდაცვა და საზოგადოებრივი პოლიტიკა (MSc in Global Health and Public Policy);
• ჯანდაცის უთანასწორობა და საზოგადოებრივი პოლიტიკა (MSc in Health Inequalities and Public Policy);
• ჯანდაცვის სისტემები და საზოგადოებრივი პოლიტიკა (MSc in Health Systems and Public Policy).
ძირითადი მოთხოვნები:
• პროგრამაში მონაწილეობის მსურველები უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქენი და განაცხადის შეტანის მომენტში ცხოვრობდნენ საქართველოს ტერიტორიაზე;
• კონკურსში არ დაიშვებიან ის პირები, რომლებიც დროებით იმყოფებიან ქვეყნის გარეთ სამ თვეზე მეტი ვადით;
• ბრწყინვალედ ფლობდნენ ინგლისურ ენას;
• უნდა ჰქონდეთ მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი ან სწავლობდნენ დამამთავრებელ კურსზე;
• არ უნდა ჰქონდეთ მიღებული დიდი ბრიტანეთის სამთავრობო გრანტი;
• გრანტის ვადის გასვლის შემდეგ დაბრუნდნენ საქართველოში სწავლის ან სამუშაოს გასაგრძელებლად;
ედინბურგის უნივერსიტეტის სტიპენდიის მოპოვება ხდება კონკურსის საფუძველზე.
განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2010 წლის 2 თებერვალი
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ ვებგვერდი: http://www.cie.ge/
ან მიმართეთუნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333, ტელ: 899 21 16 70, 877 23 77 18
(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)