ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

დუბაის უნივერსიტეტის კონფერენცია „განვითარებადი კვლევითი პარადიგმები ბიზნესსა და სოციალურ მეცნიერებებში

მიდლსექსის უნივერსიტეტი დუბაიში აცხადებს კონკურსს საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთათვის, მათ შორის უმაღლესი სასწავლებლების საერთაშორისო სტუდენტებისათვის. კონფერენცია სახელწოდებით „განვითარებადი კვლევითი პარადიგმები ბიზნესსა და

სოციალურ მეცნიერებებში“  გაიმართება 2011 წლის 22-24 ნოემბერს. კონფერენციის ძირითად თემებს წარმოადგენს:
•    ბიზნესი და მენეჯმენტი;
•    განათლება;
•    ფსიქოლოგია და სოციოლოგია;
•    მედიის კვლევები;
•    ტურიზმი და მასპინძლობა;
•    ინფორმაციისა და ცოდნის მენეჯმენტი (საინფორმაციო კომუნიკაციური ტექნოლოგიების ჩათვლით).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა სვალდებულოა გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია და ელექტრონულად გაგზავნონ კონფერენციით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებული კვლევითი ნაშრომის ერთგვერდიანი მონახაზი (ინგლისურ ენაზე, Times New Roman ფონტის 12 - იანი შრიფტით).
სტუდენტებისთვის რეგისტრაციის საფასურია 325 აშშ დოლარი.
 
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთათვის ონლაინ რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2011 წლის 31 მარტი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები