ჯორჯ ბ. ოთრის სახელობის სტიპენდია
"Autry" ის სტიპენდიის პროგრამა იძლევა 1 წლიანი სრულგანაკვეთიანი ანაზღაურებადი მუშაობის საშუალებას სამხედრო რაიონულ სასამართლოში (MDC).
აღნიშნული პროგრამა შექმნილია MDC-ს დამფუძნებელი პრეზიდენტის ბატონ ჯორჯ ბ. ოთრის ხსოვნის პატივსაცემად.
სავალდებულო მოთხოვნები:
- სხვადასხვა ხასიათისა და გამოცდილების მქონე ადამიანებთან მუშაობის გამოცდილება;
- რთული სოციალ-ეკონომიკური პრობლემების აღქმისა და საზოგადოებისათვის მათი ნათლად გადმოცემის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა MDC-ს მისიის წინაშე;
- საჯარო წესრიგის, განათლების, ეკონომიკური და შრომითი რესურსების განვითარების, სიღარიბესთან ბრძოლის, სოციოლოგიის, პოლიტოლოგიის და სხვა მსგავს სფეროებში მუშაობის გამოცდილება;
- კანდიდატები უნდა ფლობდნენ ბაკალავრისა ან მაგისტრის ხარისხს, იყვნენ დამამთავრებელ კურსზე ან გავლილი ჰქონდეთ 1-2 წლიანი განათლების კურსი ნებისმიერ 4 წლიან აკრედიტებულ კოლეჯსა თუ უნივერსიტეტში.
განაცხადების განხილვა იწარმოებს კონკურსის საფუძველზე. პროგრამა დაიწყება
2010 წლის ზაფხულში. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2010 წლის 8 თებერვალი.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი: www.mdcinc.org/about/apply.aspx.
ან მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი F 306,
ტელ: 899 21 16 70
(ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)