ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ჯონ სმითის სახელობის ფონდის სტიპენდიები

ჯონ სმითის სახელობის ფონდი აცხადებს კონკურსს ჯონ სმითის 2012 წლის სტიპენდიის მოსაპოვებლად. სააპლიკაციო პროცესის შესახებ ინფორმაციას გაწვდით ბრიტანეთის საბჭო. კონკურსს ადმინისტრირებას უწევს ჯონ სმითის სახელობის ფონდი ლონდონში.

პროგრამის ხანგრძლივობა: სამი (3) კვირა (2012 წლის 9 ივნისიდან 29 ივნისამდე).

კანდიდატის ასაკი: 25 – 40 წელი.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველი კანდიდატი უნდა მუშაობდეს პოლიტიკური ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოში ან იყოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი და  ჰქონდეს გამოცდილება მართვის სფეროში. სავალდებულოა ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (წერა/ზეპირი).

სტიპენდიაზე განაცხადის შეტანა შეუძლიათ შემდეგი ქვეყნების წარმომადგენლებს:
•    სომხეთი;
•    აზერბაიჯანი;
•    საქართველო;
•    ყირგიზეთი;
•    მოლდავეთი;
•    რუსეთი;
•    უკრაინა.

 
ჯონ სმითის სტიპენდიის პროგრამა მოიცავს შემდეგ სფეროებს:
•    ლიდერობის სტილი და პრაქტიკა;
•    მოქალაქეობა, კანონი და უფლებები;
•    სამოქალაქო საზოგადოება და საზოგადოებრივი აზრი;
•    საჯარო პასუხისმგებლობა მთავრობაში, ბიზნესსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

2011 წლის ჯონ სმითის პროგრამის სააპლიკაციო ფორმები უნდა გადაეგზავნოს ჯონ სმითის სახელობის ფონდს ლონდონში.

განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2011 წლის 31 დეკემბერი.


დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.

ბანერები