დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი - 2010
აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემია მაღალი აკადემიური მოსწრების, პროფესიული გამოცდილებისა და საერთაშორისო საქმეთა სფეროში მუშაობით დაინტერესებულ აპლიკანტებს სთავაზობს სამაგისტრო პროგრამას - დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობები (Master of Arts in Diplomacy and International Affaires). მიღების ერთ-ერთი მთავარი პირობაა ინგლისური ენის ცოდნა.
პროგრამა, რომლის ხანგრძლივობაა 2 წელი, განკუთვნილია აზერბაიჯანელი და უცხოელი სტუდენტებისათვის და მოიცავს საერთაშორისო ურთიერთობების პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ ასპექტებს.
გარკვეული რაოდენობის სრული და ნაწილობრივი სტიპენდიები გამოყოფილია BSEC-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენელი სტუდენტებისათვის.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ: (8 32) 29 47 11.