ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

დიდი ბრიტანეთის შევენინგის სტიპენდიები ქართველი სტუდენტებისთვის

გამოცხადებულია კონკურსი უმაღლესი სასწავლებლების ქართველი სტუდენტებისთვის დიდ ბრიტანეთში სასწავლო კურსების გასავლელად გამოყოფილი შევენინგის სტიპენდიების მოსაპოვებლად. სტიპენდიები ხელმისაწვდომია შემდეგი დარგებისათვის: კანონის უზენაესობა, ადამიანთა უფლებების დაცვა და მართვა; კონფლიქტების მოგვარება; მედიის განვითარება, სასამართლო სისტემისა და დემოკრატიული რეფორმა. სტიპენდია ბრიტანეთში სწავლების საფასურს ფარავს 12 თვის მანძილზე (საცხოვრებელი ხარჯებისა და საერთაშორისო ფრენის ჩათვლით).

დაინტერესებული კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და განცხადების წარდგენის დროს ცხოვრობდეს საქართველოში; 
  •  ვალდებულია ფლობდეს უმაღლესი განათლების დიპლომს; 
  •  უნდა გააჩნდეს სამუშაო გამოცდილება საქმიანობის შერჩეულ სფეროში;
  • შესანიშნავად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას;

ონლაინ რეგისტრაციისათვის შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ შემდეგი ინსტრუქციით:

  •  ეწვიეთ პროგრამის ვებ–გვერდს;
  •  შეავსეთ CHEV1 სააპლიკაციო ფორმა “ონ ლაინ”;
  •  შექმენით საკუთარი “log-in” და ”password.”  შენიშვნა: სისტემა იძლევა სააპლიკაციო ფორმის ნაწილობრივი შევსების საშუალებას, რაც იმას ნიშნავს, რომ სააპლიკაციო ფორმაში შეგიძლიათ უკან დაბრუნება ან შევსების სხვა დროს გაგრძელება;
  •  როდესაც თავიდან ბოლომდე შეავსებთ სააპლიკაციო ფორმას დააჭირეთ ღილაკს 'submit'. ღილაკზე დაჭერის შემდეგ თქვენ ვეღარ შეძლებთ სააპლიკაციო ფორმაში ცვლილებების შეტანას, რადგან კანდიდატის “log-in” და “password” ავტომატურად გაუქმდება;
  •  მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გასულ კანდიდატებს მოეთხოვებათ  დახასიათების წერილების, ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული დიპლომისა და ნიშნების ფურცლის ასლის გასაუბრების წინ მიწოდება.

შერჩეული კანდიდატები 2011 წლის 7 მაისს გაივლიან ოფიციალური ინგლისური ენის ტესტს IELTS-ს.  კანდიდატები, რომლებიც მიიღებენ საჭირო IELTS-ს 6.5 ქულას, მიწვეული იქნებიან გასაუბრებაზე 2011 წლის მაისში. გასაუბრების ჩატარების პერიოდში კანდიდატები უნდა იმყოფებოდნენ თბილისში. საბოლოო შედეგები გამოცხადდება 2011 წლის ივნისის დასაწყისში. შერჩევის კომიტეტის გადაყვეტილება იქნება საბოლოო.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები