ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

დიდი ბრიტანეთის როჰანის ფონდის სამაგისტრო სტიპენდიები

დიდი ბრიტანეთის როჰანის ფონდი აცხადებს კონკურსს ბაკალავრის ხარისხის მფლობელი საერთაშორისო სტუდენტებისთვის ოქსფორდ ბრუკსის უნივერსიტეტში შემოქმედებითი წერის, ინგლისური ენისა ან ისტორიის მიმართულებების განხრით 2011–2012 სასწავლო წლისათვის გათვალისწინებული  სამაგისტრო კურსის გასავლელად გამოყოფილი სტიპენდიის მოსაპოვებლად. სტიპენდიის სრული ოდენობა შეადგენს 5.000 ფუნტ სტერლინგს. სტიპენდია ერთწლიანია და არ მოიცავს საარსებო ხარჯებს. სტიპენდიის დანიშვნისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს, რომ სტუდენტი უკვე იყოს ჩარიცხული ოქსფორდ ბრუკსის უნივერსიტეტში სრულ ან ნახევარგანაკვეთიანი სამაგისტრო კურსის გასავლელად პროგრამით გათვალისწინებულ მიმართულებებში.

სტიპენდია დაენიშნებათ სტუდენტებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი პოტენციალით და შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ საკუთარი დარგის განვითარებაში და მათთვის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოპოვება იქნება უდავო წინაპირობა არსებითი კარიერული წინსვლისა და პიროვნული განვითარებისთვის. ცხადია,  გათვალისწინებული იქნება აკადემიური მოსწრებაც.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა თანდართულ რეზიუმესთან (CV) ერთად.

განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 1 ივლისი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები