ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

დიდი ბრიტანეთის ნოტინჰემის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის სტიპენდიები

დიდი ბრიტანეთის ქ. ნოტინჰემის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა აცხადებს კონკურსს საერთშორისო სტუდენტებისთვის სამაგისტრო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით. პროგრამა შედგება შვიდი ძირითადი მოდულისაგან ხუთ არჩევით საფაკულტეტო პროგრამაში და სრულდება პერსონალური ან ჯგუფური სამენეჯმენტო პროექტის დამუშავებით. პროგრამის მონაწილეები მაღალკვალიფიციურ ცოდნას დაეუფლებიან ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ბუღალტერია და ფინანსები, ბიზნეს ეკონომიკა, სახალხო მენეჯმენტი; მარკეტინგი, საოპერაციო მენეჯმენტი, სტრატეგიული მენეჯმენტი, მყარი გადაწყვეტილებები და ორგანიზაციები. სწავლება ხორციელდება ინგლისურ ენაზე.  წარჩინებული კანდიდატები მიიღებენ სასწავლო გადასახადის სრულად ამანაზღაურბელ ან შემამცირებელ სტპიპენდიებს 9750 ფუნტი სტერლინგის ოდენობით საცხოვრებელი ხარჯების ანაზღაურებასთან ერთად.
 
პროგრამაში მონაწილეობის მსურველი კანდიდატები უნდა ფლობდნენ მინიმუმ ბაკალავრის ხარისხს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან, აგრეთვე მინიმუმ სამიდან ხუთ წლამდე სამუშაო გამოცდილებას ბიზნეს ადმინისტრირებისა ან მონათესავე მიმართულებებში.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
•    შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
•    მინიმუმ ბაკალავრის დიპლომის ასლი ნიშნების ფურცელთან ერთად;
•    რეზიუმეს (CV) ასლი;
•    ორი სარეკომენდაციო წერილი;
•    ინგლისურ ენის ფლობის დამადასტურებელი ოფიციალური საგამოცდო ტესტის შედეგები.

ყველა მსურველმა კანდიდატმა უნდა გადაიხადოს განაცხადის შეტანის თანხა 20 ფუნტი სტერლინგის ოდენობით.

განაცხადის ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 27 მაისი.


დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219,  ტელ: 822 29 47 11.

ბანერები