ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

დიდი ბრიტანეთის კენტის უნივერსიტეტისა და გერმანიის მარბურგის უნივერსიტეტის სამაგისტრო სტიპენდიები მშვიდობისა და კონფლიქტის სწავლებების განხრით

დიდი ბრიტანეთის კენტის უნივერსიტეტი გერმანიის მარბურგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აცხადებს კონკურსს პოლიტიკის, სახელმწიფო მმართველობის, საერთაშორისო ურთიერთობათა, საერთაშორისო სწავლებათა და ევროპულ სწავლებათა მიმართულებებში მინიმუმ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მფლობელი საერთაშორისო სტუდენტებისთვის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად მშვიდობისა და კონფლიქტების სწავლებებების მიმართულებით. წარჩინებული სტუდენტებისთვის პროგრამა ითვალისწინებს სტიპენდიების გამოყოფას.

სწავლება განხორციელდება ინგლისურ ენაზე. კურსის პირველ სასწავლო წელს სტუდენტები გაივლიან კენტის უნივერსიტეტში, ხოლო მეორე წელს მარბურგის უნივერსიტეტში.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
•    სრულად შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
•    პროგრამით გათვალისწინებულ მიმართულებებში ბაკალავრის დიპლომის დამოწმებული ორიგინალი ან ასლი ნიშნების ფურცელთან ერთად, გამონაკლის შემთხვევაში დამამთავრებელი კურსის სტუდენტებმა უნდა გაგზავნონ განაცხადის წარდგენის მომენტისათვის გავლილ თითოეულ სასწავლო კურსში მიღებულ შეფასებათა ამსახველი დოკუმენტაცია. ასლების გაგზავნის შემთხვევაში სტუდენტებს ორიგინალების წარდგენა მოუხდებათ რეგისტრაციის მომენტისათვის;
•    ორი სარეკომენდაციო წერილი ინგლისურ ენაზე აკადემიური პერსონალის წარმომადგენელთაგან, წერილები ხელმოწერილი უნდა იყოს რეკომენდატორთა მიერ;
•    ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (6.5 ქულა იელტური შეფასებით);
•    კვლევითი ნაშრომის თეზისები;
•    ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია, რომელთა გაგზავნაც კანდიდატის აზრით გავლენას მოახდენს შესარჩევ პროცესში მისი კანდიდატურის განხილვისას.

განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 30 ივნისი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები