დიდი ბრიტანეთის იორკის უნივერსიტეტის ზოგადი მიკრობიოლოგიის საზოგადოების საერთაშორისო საშემოდგომო კონფერენცია
დიდი ბრიტანეთის იორკის უნივერსიტეტის ზოგადი მიკრობიოლოგიის საზოგადოება აცხადებს კონკურსს საერთაშორისო მეცნიერ - მკვლევარებისა და შესაბამისი მიმართულებების სტუდენტებისთვის საერთაშორისო საშემოდგომო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომლის დანიშნულებაა განიხილოს ზოგად მიკრობიოლოგიასთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები. კონფერენცია ჩატარდება იორკის უნივერსიტეტში 2011 წლის 5 სექტემბრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით.
დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ ელექტრონულად გაგზავნონ მოხსენების თეზისების როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი ვერსიაც (კომპიუტერულ CD დისკზე). საყურადღებოა, რომ კონფერენციის ზოგიერთ სესიაში მონაწილეობისათვის სავალდებულოა თეზისების მხოლოდ წერილობითი ვერსია. თეზისების მოწონების შემთხვევაში კანდიდატებს ეცნობებათ 2011 წლის ივლისის ბოლომდე, რის შემდეგაც მათ შეუძლიათ 2011 წლის 5 აგვისტომდე გაიარონ კონფერენციაზე დასასწრები წინასწარი ონლაინ რეგისტრაცია. რეგისტრაციის საფასური მოიცავს კონფერენციის თითოეულ სესიასა და გამოფენასთან, საკონფერენციო მასალებთან, კონფერენციის მსვლელობისას კვებასთან, ჩაი/კოფე ბრეიქებთან, მოხსენების თეზისების შემცველ კომპიუტერულ დისკთან, მონაწილეობის სერტიფიკატთან და სხვა შემადგენელ ღონისძიებებთან დაკავშირებულ ხარჯებს. აღსანიშნავია, რომ წარჩინებული სტუდენტებისა და სხვა მონაწილეთათვის პროგრამა ითვალისწინებს რიგი სასწავლო გრანტების გამოყოფას კონფერენციაზე დასასწრებად.
მოხსენების წინასწარი თეზისების ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 10 ივნისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.