დიდი ბრიტანეთის ექსეტერის უნივერსიტეტის სამაგისტრო სტიპენდიები ბიომეცნიერებების მიმართულებით
დიდი ბრიტანეთის ექსეტერის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს მინიმუმ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მფლობელი საერთაშორისო სტუდენტებისთვის უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამის გასავლელად ბიომეცნიერებების მიმართულებით. პროგრამა მოიცავს შემდეგ სამაგისტრო კურსებს:
- გამოყენებითი ბიოქიმია და ბიოკატალიზი;
- წყლის ბიოლოგია და რესურსების მენეჯმენტი;
- ბიოინფორმატიკა;
- ბიოტექნოლოგია და მეწარმეობა;
- კვების უსაფრთხოება და მდგრადი სოფლის მეურნეობა;
- სამედიცინო ინფორმატიკა;
- ბიოინფორმატიკა და სისტემური ბიოლოგია.
პროგრამა 2011 სასწავლო წლისათვის 3 გამორჩეულ სტუდენტს სთავაზობს სტიპენდიას თითოეულ სტუდენტზე 3.000 ფუნტი სტერლინგის ოდენობით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ სრულად შევსებული სააპლიკაციო ფორმა, რომელსაც თან უნდა დაერთოს აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და დაახლოებით 500 სიტყვისაგან შემდგარი სამოტივაციო განცხადება, სადაც განმარტებული იქნება, თუ რის მიღწევას იმედოვნებს სტუდენტი მოცემული პროგრამის გავლის შედეგად.
განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 30 ივნისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ: 822 29 47 11.