ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

დიდი ბრიტანეთის დრურის უნივერსიტეტის სტიპენდიები

დიდი ბრიტანეთის დრურის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს წარჩინებული საერთაშორისო სტუდენტებისთვის სხვადასხვა მიმართულებებში საერთაშორისო საბაკალავრო სწავლებების გასავლელად გამოყოფილი სტიპენდიების მოსაპოვებლად და ე.წ. დეკანის სტიპენდიებს. სტიპენდიების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენის აუცილებელ პირობას წარმოადგენს, რომ სტიპენდიის მოთხოვნის მომენტისათვის სტუდენტი ოფიციალურად იყოს ჩარიცხული დრურის უნივერსიტეტში შესაბამისი სასწავლო კურსის გასავლელად.

საერთაშორისო საბაკალავრო სწავლებებისთვის გამოყოფილი სტიპენდიების ოდენობა განისაზღვრება წელიწადში 3000 აშშ დოლარის ოდენობით. სტიპენდია დაენიშნებათ სტუდენტებს, რომლებიც აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით აკმაყოფილებენ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების ყველა კრიტერიუმს და უკვე ფლობენ ან უახლოეს პერიოდში მიენიჭებათ  ბაკალავრის საერთაშორისო სტანდარტების დიპლომი. სტიპენდია ექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას, თუ დრურის უნივერსიტეტში სწავლისას სტუდენტი შეინარჩუნებს მინიმუმ 3.0 საშუალო სასწავლო (GPA) ქულას.

სტიპენდიის მიღების მსურველმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა წარადგინონ მშობლიურ უმაღლეს სასწავლებელში საბაკალავრო კურსების წარჩინებით გავლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და თუ უკვე მინიჭებული აქვთ ხარისხი, ბაკალავრის დიპლომის ასლი. თუ სტუდენტს ჯერ არ დაუმთავრებია საბაკალავრო კურსი, დიპლომის ასლი წარდგენილ უნდა იქნას აღებისთანავე.

რაც შეეხება ე.წ. დეკანის სტიპენდიებს, მათი ყოველწლიური ოდენობა განისაზვრება 2.500 აშშ დოლარიდან 10.000 აშშ დოლარამდე. სტიპენდია სტუდენტს ენიჭება უშუალოდ დრურის უნივერსიტეტში სწავლისას შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის მიერ საშუალო სასწავლო ქულასა (GPA) და ჩამოთვლილთაგან ერთ - ერთ: SAT, TOEFL ან იელტური შეფასების ტესტებში მიღებულ შეფასებებზე დაყრდნობით. სტიპენდიის განახლება ხორციელდება სტუდენტის მიერ დრურის უნივერსიტეტში სწავლისას  მინიმუმ 3.0 საშუალო სასწავლო (GPA) ქულის შენარჩუნების შემთხვევაში. სტიპენდიის მოპოვების ძირითადი ფაქტორია აკადემიური მოსწრება. ცალკე განაცხადის წარდგენა აუცილებელი არ არის.

საერთაშორისო საბაკალავრო სტიპენდიებზე განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 15 ივლისი, ხოლო ე.წ. დეკანის სტიპენდიებისთვის 2011 წლის 1 ივლისი.

 
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები