ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

დიდი ბრიტანეთის ალბიონის კოლეჯის სტიპენდიები საერთაშორისო სტუდენტებისთვის

დიდი ბრიტანეთის ალბიონის კოლეჯი აცხადებს კონკურსს წარჩინებული საერთაშორისო სტუდენტებისთვის 2012 წლის გაზაფხულის სემესტრისათვის სხვადასხვა დარგებში სასწავლო კურსების გასავლელად გამოყოფილი სრული ან ნაწილობრივი სტიპენდიების მოსაპოვებლად.

სტიპენდიის მიღების მსურველმა კანდიდატებმა შევსებულ სააპლიკაციო ფორმასთან ერთად ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
•    განცხადება კანდიდატის არსებული ფინანსური მდგომარეობისა და ფინანსური დახმარების საჭიროების შესახებ შესაბამის თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად;
•    პერსონალური სამოტივაციო წერილი ან ესე (არანაკლებ ერთი გვერდისა);
•    განაცხადის შეტანის მომენტისათვის არსებული აკადემიური მოსწრების სრულყოფილად ამსახველი დოკუმენტაცია ყველა გავლილი სასწავლო კურსისა და თითოეულ მათგანში მიღებული შეფასებებითურთ (ოფიციალური თარგმანი ინგლისურ ენაზე);
•    სტუდენტის ცოდნისა და ზოგადი უნარ - ჩვევების შესამოწმებელ ე.წ. ACT და  SAT ტესტებში მიღებული შეფასებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: ACT ტესტი – მინიმუმ 21 ქულა, SAT ტესტი – მინიმუმ 970 ქულა;
•    ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი ერთ - ერთი დოკუმენტაცია: TOEFL – ინტერნეტ –ტესტი მინიმუმ 79 ქულა ან ხელნაწერი ტესტი მინიმუმ 550 ქულა; იელტური შეფასება – მინიმუმ 6.5 ქულა; დამწყებთათვის გათვალისწინებული (ELS) პროგრამის გავლის შედეგად დაგროვილი მინიმუმ 112 ქულა;
•    სარეკომენდაციო წერილები მშობლიური უმაღლესი სასწავლებლის რექტორის ან ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და ინგლისური ენის პედაგოგისაგან;
•    განაცხადის წარდგენის საფასურის (40 აშშ დოლარი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

განაცხადების ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 1 ოქტომბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები