ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

დამატებითი სტიპენდიების პროგრამა სამეცნიერო ხარისხის მაძიებელთათვის 2011-2012 სასწავლო წლისათვის

პროგრამის მიზანია საშუალება მისცეს  და  სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში  სადოქტორო ხარისხის (Ph.D) მაძიებლებს მოიპოვონ დამატებითი ფინანსური დახმარება.

პროგრამა დააფინანსებს განმცხადებლებს, რომლებიც სწავლის გაგრძელებას აპირებენ ამერიკის, აზიის, ახლო აღმოსავლეთის, ავსტრალიისა და ევროპის აკრედიტებულ უნივერსიტეტებში.

სტიპენდიაზე განაცხადების შემოტანა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც ჩარიცხულნი არიან სადოქტორო პროგრამაზე (Ph.D). განმცხადებლებს დაფინანსების მოთხოვნა შეუძლიათ შემდეგი კატეგორიებიდან ერთ-ერთის დასაფარად:
•    სწავლის გადასახადი;
•    საცხოვრებელი თანხა - დაზღვევა, წიგნები და სხვა;
•    მგზავრობა.
 
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
•    სტუდენტის აკადემიურ - სამეცნიერო საქმიანობის სრულად ამსახველი რეზიუმე (CV);
•    ჩარიცხვის დამადასტურებელი ოფიციალური წერილი მასპინძელი უმაღლესი სასწავლებლიდან;
•    აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი სრულყოფილი დოკუმენტაცია (დიპლომები დანართებთან ერთად, სერტიფიკატები და სხვა);
•    ოფიციალური წერილის ან სხვა დოკუმენტაციის ასლი, სადაც დადასტურებული იქნება სტუდენტის მიერ წარსულში თუ ამჟამად ნებისმიერი სახის სტიპენდიითა თუ ფინანსური დახმარებით სარგებლობის ფაქტი;
•    პირადობის მოწმობის ან პასპორტის იმ გვერდების ასლი, რომლებიც ახდენენ პიროვნების იდენტიფიკაციას;
•    2011–2012 წლისათვის გამიზნული ვადიანი სტუდენტური ვიზის ასლი;
•    დამუშავებული ესეები;
•    ორი სარეკომენდაციო წერილი აკადემიური პერსონალისაგან, რომელებიც უშუალო ხელმძღვანელობას უწევდნენ სტუდენტის საქმიანობას და კარგად იცნობენ მის აკადემიურ მოსწრებას, შრომისუნარიანობასა და სხვა შესაძლებლობებს.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა:  ამერიკის, აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და ავსტრალიის  უნივერსიტეტებისათვის - 2011წლის 1 აპრილი.

ევროპის უნივერსიტეტებისათვის - 2011 წლის 31 მაისი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები