ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

DAAD-ს სტიპენდიები ბუდაპეშტის ანდრაშის გერმანულენოვან უნივერსიტეტში სწავლისთვის

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური გასცემს სტიპენდიებს ბუდაპეშტის ანდრაშის გერმანულენოვან უნივერსტეტში სამაგისტრო პროგრამებზე სწავლისთვის.

შემოთავაზებული პროგრამებია:

  •  საერთაშორისო ეკონომიკა და ბიზნესი
  •  საერთაშორისო ურთიერთობები ევროპისმცოდნეობის განხრით
  •  ცენტრალური ევროპის ისტორია
  •  ცენტრალური ევროპის კვლევები
  •  საერთაშორისო სამეწარმეო სამართალი: ცენტრალური ევროპის ან საერთაშორისო და ევროპული მართვის განხრით
  •  ევროპული და საერთაშორისო მართვა


სტიპენდიის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კონკრეტული სამაგისტრო პროგრამის ხანგრძლივობაზე (12 - 24 თვე).
სტიპენდია მოიცავს თვეში 400 ევროს, ასევე მგზავრობის ხარჯებს (400 ევროს) და სწავლის გადასახადის დაფარვას (სემესტრში 322 ევრო).

კონკურსის მოთხოვნებია:

  1. ბაკალავრის ხარისხი (სტიპენდიის ძალაში შესვლის მომენტისთვის)
  2. ძალიან კარგი აკადემიური მოსწრება
  3. სასურველ პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ უნივერსიტეტის თანხმობა
  4. გერმანული ენის სრულყოფილი ცოდნა 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 15 ივნისი, 2010.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული:

http://www.andrassyuni.hu/deutsch/list.php?konyvtar=admin/data/00000001/_fix/00000008/_fix/00000005&id=0
ან მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს.

ბანერები