DAAD-ის სტიპენდიები უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულთათვის
გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) განვითარებადი ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებს სთავაზობს სტიპენდიებს.
სწავლის ხანგრძლივობა: ერთი ორი წელი.
სტიპენდიების რაოდენობა შეზღუდულია.
კონკურსი ცხადდება შემდეგ სპეციალობებში:
• ეკონომიკური მეცნიერებები/ბიზნეს ადმინისტრირება/პოლიტიკური ეკონომიკა;
• თანამშრომლობა განვითარებისათვის;
• საინჟინრო საქმე და მონათესავე მეცნიერებანი;
• მათემატიკა;
• რეგიონალური დაგეგმარება;
• სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეცნიერებანი;
• გარემოს დაცვის მეცნიერება;
• მედიცინა და საჯარო ჯანმრთელობა;
• ვეტერინარია;
• სოციალური მეცნიერებანი, განათლება და სამართალმცოდნეობა.
განაცხადების ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 31 აგვისტო.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.