DAAD-ის სტიპენდიები საქართველოსთვის
გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური - DAAD აფინანსებს სტუდენტებს, მაგისტრანტებს, დოქტორანტებსა და მეცნიერებს.
DAAD 2010 წლის სექტემბრიდან გამოაცხადებს კონკურსს შემდეგ პროგრამებზე:
• საბაკალავრო სტიპენდიები გერმანული სკოლის მე-12 კლასელებისთვის (ხანგრძლივობა 1-5 წელი);
• საზაფხულო კურსები გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში (ხანგრძლივობა 3-4¾ კვირა);
• სემესტრული სტიპენდიები გერმანისტიკის სპეციალობის სტუდენტებისთვის (ხანგრძლივობა 5 თვე);
• სტიპენდია დამამთავრებელ კურსზე მყოფი გერმანისტებისთვის (ხანგრძლივობა 1-3¾ თვე) ;
• პრაქტიკა საბუნებისმეტზველო და საინჟინრო, ასევე სოფლის მეურნეობის სფეროსთვის;
• სტიპენდია სტუდენტური ჯგუფებისათვის (ხანგრძლივობა 7-10 დღე);
• სასწავლო სტიპენდია ყველა სპეციალობის კურსდამთავრებულისთვის (ხანგრძლივობა1-2 წელი);
• ERP - სამაგისტრო კურსი ეკონომისტებისთვის (1-2 წელი);
• კვლევითი სტიპენდიები დოქტორანტებისა და ახალგაზრდა კვალიფიცირებული მეცნიერებისათვის (ხანგრძლივობა 1-10 თვე, სადოქტორი სტიპენდია 3 წელი);
• სტიპენდია ხელოვანთათვის (ხანგრძლივობა 10 თვე);
• კვლევითი სტაჟირება უნივერსიტეტის პედაგოგებისა და მეცნიერებისთვის (ხანგრძლივობა 3 თვე);
• განმეორებითი სტიპენდია ყოფილი სტიპენდიატებისათვის (ხანგრძლივობა 3 თვე).
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სტიპენდიებისა 2010 წლის სექტემბრიდან (პირველი რიცხვები) DAAD, ღია საზოგადოების ინსტიტუტთან ერთად გამოაცხადებს კონკურსს ერთობლივ სტიპენდიებზე:
• სამაგისტრო კურსი (ხანგრძლივობა: 1-2 წელი, ენა: ინგლისური/გერმანული);
• სადოქტორო სტიპენდიები (ხანგრძლივობა: 3 წელი);
• კვლევითი სტაჟირება პროფესორ-მასწავლებლებისთვის (ხანგრძლივობა: ორჯერ 3 თვე).
DAAD-ს სტიპენდიების კონკურსისთვის საბუთების შემოტანის ბოლო ვადაა 31 ოქტომბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ: 822 29 47 11