ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ციურიხის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში

ციურიხის საბუმენისმეტყველო მეცნიერებათა უმაღლესი სკოლა შედგება ცხრა კონკურენტუნარიანი ფილოსოფიურ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამისაგან. მსოფლიოს ამბიციურ სტუდენტებს, რომელთაც სურთ ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოპოვება, ეძლევათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ზემოაღნიშნულ პროგრამებში. პროგრამაში ჩარიცხული სტუდენტები ერთ-ერთ სამეცნიერო ჯგუფთან ერთად ჩაატარებენ კვლევას მათთვის სასურველ სფეროში.

პროგრამის სასწავლო ენაა ინგლისური. ფილოსოფიურ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამა ჩვეულებისამებრ გრძელდება 3 - 4 წელიწადს.

პროგრამაზე დამტკიცებულმა კანდიდატებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ციურიხის ან ETH ციურიხის უნივერსიტეტში. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ კვლევით ჯგუფში აპირებენ ისინი მუშაობას.

განაცხადის წარდგენის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ მითითებულ ვებგვერდზე. გთხოვთ, ზუსტად გაითვალისწინოთ ვებგვერდზე მითითებული მოთხოვნები, წინააღდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადის ფორმა არ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2009 წლის 1 დეკემბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი:http://www.lifescience-graduateschool.ch/index.php?id=1

ან მიმართეთ

უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333,

ტელ: 899 21 16 70, 877 23 77 18

(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

ბანერები