ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები
ჩინეთის განათლების სამინისტრო აცხადებს კონკურსს საერთაშორისო სტუდენტებისთვის ჩინეთის ზეიანგის უნივერსიტეტში სხვადასხვა სფეროებში სამაგისტრო და სადოქტორო სასწავლო კურსების გასავლელად გამოყოფილი სტიპენდიების მოსაპოვებლად. სამაგისტრო კურსებზე ჩარიცხული სტუდენტები სტიპენდიას მიიღებენ ყოველთვიურად 1,700 ჩინური იენის ოდენობით, დოქტორანტურის სტუდენტები კი ყოველთვიურად 2,000 ჩინური იენის ოდენობით. სტიპენდიები მოიცავს რეგისტრაციისა და სწავლის საფასურს, ლაბორატორიულ ექსპერიმენტებს, სტაჟირებას, ძირითად სასწავლო მასალებს, დაბინავებასა და დაზღვევას. მაგისტრატურის სტუდენტებს სტიპენდია დაენიშნებათ ორი - სამი აკადემიური წლის ვადით, დოქტორანტურის სტუდენტებს კი სამი - ოთხი აკადემიური წლის ვადით.
დაინტერესებული კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ ძირითად კრიტერიუმებს:
• არ წარმოადგენდნენ ჩინეთის მოქალაქეებს და ჰქონდეთ ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა;
• ამჟამად არ უნდა სწავლობდნენ ჩინეთის რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში;
• სამაგისტრო კურსების გავლის მსურველი კანდიდატები უნდა ფლობდნენ მინიმუმ ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს სასურველ სპეციალობაში. მათი ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს;
• სადოქტორო კურსების გავლის მსურველი კანდიდატები უნდა ფლობდნენ მინიმუმ მაგისტრის აკადემიურ ხარისხს სასურველ სპეციალობაში. მათი ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 40 წელს;
• უნდა გამოირჩეოდნენ კონკურენტუნარიანი აკადემიური მოსწრებით და ჰქონდეთ სამეცნიერო კვლევების განხორციელების მაღალი უნარი და მოტივაცია.
განაცხადების ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 10 აპრილი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.