ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ჩეხეთის საზაფხულო სკოლა

ჩეხეთის პრაღის საზოგადოებრივი პოლიტიკის ცენტრი აცხადებს კონკურსს ჩინეთის სახელმწიფოსადმი მიძღვნილ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამის ფარგლებში მონაწილე სტუდენტები დეტალურად გაეცნობიან ჩინეთის პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა მხარეებს და მოახდენენ აღნიშნული სახელმწიფოს წინსვლის პერსპექტივების შეფასებას.

კურსის სახელწოდება: „ჩინეთი – მსოფლიოს უძლიერესი მოთამაშე (Super Power): მითი თუ რეალობა?“

პროგრამის განხორციელების დრო: 2011 წლის 2-9 ივლისი.

პროგრამის ღირებულება: 700 ევრო. (თანხაში შედის: სასწავლო მასალები, დაბინავება და ორჯერადი კვება, პრაქტიკული გასვლები და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები). ცენტრი მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველ კანდიდატებს სასწავლო კურსისა და მგზავრობის ხარჯების სასტიპენდიო დაფინანსების მოპოვებაში. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ჩარიცხულ სტუდენტებს ცენტრი სიამოვნებით უზრუნველყოფს მხარდაჭერის წერილით პოტენციური სპონსორებისათვის.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
•    რეზიუმე (CV);
•    სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 500 სიტყვა).

განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 4 ივნისი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები