ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ჩეხეთის ჩარლზის უნივერსიტეტის სასტიპენდიო პროგრამა ევროპულ სწავლებებში (UPCES) უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის

ჩეხეთის ჩარლზის უნივერსიტეტი (ქ.პრაღა) აცხადებს განაცხადების მიღებას უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისაგან ევროპული სწავლებების სასტიპენდიო პროგრამაზე (UPCES). აღნიშნულ პროგრამაზე მიღება დიდად იქნება დამოკიდებული სტუდენტის აკადემიურ მოსწრებასა და მის მიერ ცენტრალური ევროპისადმი წარსულში გამოვლენილ დაინტერესებაზე.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელს მოეთხოვება, ჰქონდეს გავლილი მინიმუმ ოთხსემესტრიანი კურსი მშობლიურ უნივერსიტეტში განაცხადის წარდგენის მომენტისათვის. გამონაკლის შემთხვევაში, სწავლების საწყის ეტაპზე მყოფ კანდიდატთა განაცხადები განხილული იქნება მხოლოდ საკუთარი უნივერსიტეტიდან სარეკომენდაციო წერილის წარმოდგენის შემთხვევაში.

დაინტერესებული კანდიდატები უნდა გამოირჩეოდნენ კარგი აკადემიური მოსწრებით. სავალდებულოა, აგრეთვე, GPA ტესტის ოთხბალიანი შეფასების სისტემით მინიმუმ 3.0 ქულის ქონა განაცხადის წარდგენის მომენტისათვის.

სარეკომენდაციო წერილების წარმოდგენის შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითოთ მინიმუმ 2 პიროვნების საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებიც წარმოადგენენ თქვენს რეკომენდატორებს და თანამდებობრივად უფლებამოსილნი არიან, შეაფასონ თქვენი აკადემიური ინტერესები და შესაძლებლობანი.

UPCES პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად უცხოელი სტუდენტებისათვის სავალდებულოა ჩეხეთის მთავრობისგან მიღებული ვიზის ქონა.

განაცხადის ელექტრონულად წარდგენის ბოლო ვადა UPCES პროგრამის 2010 წლის შემოდგომის სემესტრისათვის არის 2010 წლის 10 მაისი.

სააპლიკაციო ფორმების მიღება შესაძლებელია შემდეგი ბმულის მეშვეობით: http://www.cerge-ei.cz/abroad/admission

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ UPCES პროგრამის ვებგვერდი:
http://www.cerge-ei.cz/abroad

ან მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი F 306
ტ: 899 21 16 70
(ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

ბანერები