ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ჩერნობილის განვითარების პროგრამა

უკრაინული საზოგადოების ოქსფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და კიევ-მოჰალას ეროვნული უნივერსიტეტის აკადემია აცხადებენ აპლიკაციების მიღებას პროგრამაში სახელწოდებით ოქსფორდელები ჩერნობილის სქემისთვის. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ნებისმიერი სხვა უცხოური უნივერსიტეტის 5 მოხალისეს,  ასევე 5 მოხალისეს კიევ მოჰალას ეროვნული უნივერსიტეტის აკადემიიდან ან უკრაინის ნებისმიერი სხვა  უნივერსიტეტიდან. მოხალისეები 2010 წლის აგვისტო-სექტემბერში იმუშავებენ სპეციფიურ განვითარების პროექტებზე უკრაინაში. პროგრამა განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულთათვის.

სამუშაო პროექტების თემატიკა:
•    საერთაშორისო პარტნიორობის განვითარება ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებს შორის უკრაინასა და საზღვარგარეთ;
•    რეგიონში ბიომრავალფეროვნების დაცვა;
•    ჯანმრთელობა და ჯანსაღი ცხოვრების წესი;
•    რეგიონალური მარკეტინგის სტრატეგია;
•    ადგილობრივი გარემოს დაცვა;
•    ახალგაზრდობის განვითარება და საინფორმაციო – საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.

შერჩეულ კანდიდატებს სტიპენდიით აუნაზღაურდებათ სასწავლო – სამუშაო პროცესთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი ხარჯი. სტიპენდია არ ითვალისწინებს მგზავრობისა და საცხოვრებელი ხარჯების ანაზღაურებას.

პროგრამის ჩატარების ადგილი: უკრაინა.
პროგრამის ჩატარების თარიღი: 2010 წლის 15 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით.

საჭირო საბუთები:
•    სააპლიკაციო ფორმა;
•    სამოტივაციო წერილი;

დოკუმენტების გადაგზავნისას ელ-ფოსტის ველში ,,საგანი’’ (subject) უნდა იყოს მითითებული პროექტის სათაური.

განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 30 ივნისი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინვებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები