ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ცენტრალური ევროპული უნივერსიტეტის პროგრამა ლექტორებისა და მკვლევარებისთვის

ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპული უნივერსიტეტის სპეციალური პროექტების ოფისი 2011/12 აკადემიური წლისათვის აცხადებს კვლევითი პროექტების დაფინანსების პროგრამას. პროგრამა განკუთვნილია ლექტორებისა ან დოქტორის აკადემიური ხარისხის მფლობელი მკვლევარებისთვის.
პროგრამა გრძელდება ერთი თვიდან ექვს თვემდე ვადით და მოიცავს კვლევაზე დაფუძნებული ნაშრომის დამუშავებას შემდეგ სფეროებში:
•    ეკონომიკა;
•    გარემოს დაცვის მეცნიერება და პოლიტიკა;
•    გენდერული სწვალებანი;
•    ისტორია;
•    საერთაშორისო ურთიერთობანი და ევროპული სწავლებები;
•    საკანონმდებლო სწავლებანი;
•    მათემატიკა და მონათესავე მეცნიერებანი;
•    შუასაუკუნეობრივი სწავლებანი;
•    ნაციონალიზმი;
•    ფილოსოფია
•    პოლიტიკური მეცნიერებები;
•    საჯარო პოლიტიკა;
•    სოციოლოგია და სოციალური ანთროპოლოგია.

 პროგრამა ითვალისწინებს მონაწილეთათვის სტიპენდიების დანიშვნას. სრულ პროფესორებს სტიპენდია დაენიშნებათ თვეში 1500 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო მკვლევარებს თვეში 900 ევროს ოდენობით. სტიპენდია აგრეთვე მოიცავს დაბინავებისა და ბუდაპეშტში მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას.

მოცემული სასტიპენდიო პროგრამის დასრულებისას ერთი წლის განმავლობაში მონაწილე მეცნიერ მკვლევარებმა  ცენტრალურ ევოპულ უნივერსიტეტს უნდა გაუგზავნონ უნივერსიტეტში ყოფნისას განხორციელებულ კვლევაზე დაფუძნებული სტატია ან წიგნი უნივერსიტეტის ოფიციალურ მეჭდვით ორგანოებში გამოსაცემად.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგ დოკუმენტაცია:
•    სააპლიკაციო ფორმა;
•    დასამუშავებელი კვლევითი ნაშრომოს მონახაზი;
•    რეზიუმე (CV);
•    სარეკომენდაციო წერილი;
•    შესაბამისი აკადემიური განათლების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები.

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა  2011 წლის 15 თებერვალი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები