ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის სრული სადოქტორო სტიპენდიები პოლიტიკური მეცნიერებების განხრით
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (ბუდაპეშტი) პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს განაცხადების მიღებას უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებელი სასწავლო პროგრამის გასავლელად პოლიტიკური მეცნიერებების კუთხით. აღნიშნული პროგრამის გასავლელად გათვალისწინებულია 10 სრულად ანაზღაურებადი სტიპენდია.
იმისათვის, რათა დააკმაყოფილონ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მიმღები კომისიის მიერ სადოქტორო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დადგენილი კრიტერიუმები, კანდიდატებს მაგისტრატურის კურსის დასრულებისას მიღებული უნდა ჰქონდეთ GPA შკალით ან მასთან გათანაბრებული შეფასების სქემით განსაზღვრული მინიმუმ 3.3 ქულა.
აღნიშნულ სადოქტორო პროგრამაზე განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2010 წლის 16 აპრილი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის,
სტიპენდიების, დასაქმებისა და დაბინავების განყოფილებას მისამართზე:
ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,
ტელ: 822 29 47 11