ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის საშემოდგომო სესიები

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის სარესურსო ცენტრი აცხადებს მიღებას 2011 წლის საშემოდგომო სესიებისათვის. პროგრამაში მონაწილეობისათვის აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა. პროგრამა ითვალისწინებს კანდიდატების სრულად დაფინანსებას.

სესიების სია:
•    სოციოლოგია და ანთროპოლოგია (2011 წლის 5-12 ნოემბერი);
•    სქესი, სოციოლოგია და პოლიტიკური მეცნიერებები (2011 წლის 7-11 ნოემბერი);
განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 12 სექტემბერი.

•    სამართალი (2011 წლის 14-18 ნოემბერი);
•    რელიგია (2011 წლის 21-25 ნოემბერი);
განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 19 სექტემბერი.

•    ფილოსოფია (2011 წლის 28 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით).
განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 19 სექტემბერი.


დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C219 ტელ.: 229 47 11.

ბანერები