ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის სარესურსო ცენტრის საგაზაფხულო სესიები
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის სარესურსო ცენტრი აცხადებს განაცხადების მიღებას 2011 წლის საგაზაფხულო სესიებში მონაწილეობის მისაღებად.
სესიები ჩატარდება შემდეგ სფეროებში:
1. ისტორია (2011 წლის 7–11 თებერვალი) – „აღმოსავლეთ ევროპის ისტორიის სადავო საკითხები – რევოლუციური ძვრა და სოციალიზმი აღმოსავლეთ ევროპაში 19–20 საუკუნეებში“.
განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 12 დეკემბერი.
2. ბიომედიცინის ცენტრი ეთიკისა და სამართლისათვის (2011 წლის 21–25 თებერვალი) – „ნაგვიდან ოქროსაკენ? ადამიანის ქსოვილებისა და ორგანოების ბიოტექნოლოგიაში გამოყენების თანამედროვე ეთიკური გამოწვევები“.
განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 12 დეკემბერი.
3. გარემოს დაცვის სწავლებანი (2011 წლის 28 თებერვალო – 4 მარტი) – „გარემოს დაცვის ცვლილებათა შეფასების ადამიანური ასპექტები“ .
განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 9 იანვარი.
4. სოციოლოგია და ანთროპოლოგია (2011 წლის 7–11 მარტი) – „კულტურული პოლიტიკა გლობალიზებულ მსოფლიოში“.
განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 9 იანვარი.
5. ებრაული სწავლებანი და გენდერული სწავლებანი (2011 წლის 21–25 მარტი) – „წერილობითი წყაროები და სწავლება: ახალი პირველწყაროები და მეთოდოლოგიები ებრაული სწავლებებისათვის“.
განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 9 იანვარი.
6. საკანონმდებლო სწავლებანი (2011 წლის 11–15 აპრილი) – „სასამართლოს დამოუკიდებლობა და ადმინისტრირება“ .
განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 6 თებერვალი.
7. საფაკულტეტო სასწავლო გეგმების განვითარებისადმი მიძღვნილი სესია (შეთანხმებით შერჩეული 1 კვირა 2011 წლის აპრილიდან ივნისის ჩათვლით).
განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 1 მარტი.
ზემოთ ჩამოთვლილ თითოეულ სესიაში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა უნდა გაგზავნონ ერთ გვერდიანი ესსე.
მოთხოვნები:
• მინიმუმ ნახევარი განაკვეთით პედაგოგიური მოღვაწეობა აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
• ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.