ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU) სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას 2001/2013 სასწავლო წლისთვის მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში შემდეგ აკადემიურ ფაკულტეტებსა და პროგრამებზე:
• ეკონომიკა (MA,PHD);
• გარემოს დაცვა და პოლიტიკა (MS, PHD, MS - გარემოს დაცვაში, პოლიტიკასა და მენეჯმენტში);
• გენდერული სწავლება და კულტურა (MA,PHD);
• ისტორია (MA,PHD);
• საერთაშორისო ურთიერთობები და ევროპული მეცნიერებები (MA,PHD);
• სამართალი (LLM,MA,SJD);
• მედიეველისტიკა (MA,PHD);
• ნაციონალიზმის სწავლება (MA,PHD);
• ფილოსოფია (MA,PHD);
• პოლიტიკური მეცნიერება (MA,PHD);
• მათემატიკა (PHD);
• სოციოლოგია და სოციალური ანთროპოლოგია (MA,PHD);
• საზოგადოებრივი პოლიტიკა (MA,MAPP, Erasmus Mundus);
• შემეცნებითი მეცნიერება (PhD).
ძირითადი მოთხოვნები:
• სწავლის გაგრძელების მსურველებს უნდა ჰქონდეთ უმაღლესი განათლება ან უნდა იყვნენ უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელ კურსზე და კარგად ფლობდნენ ინგლისურ ენას;
• ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში მიღება იწარმოებს კონკურსის საფუძველზე;
• ფილოსოფიისა და მათემატიკის PHD ფაკულტეტებზე სასწავლებლად აგრეთვე მიიღებიან სტუდენტები ბაკალავრის დიპლომით.
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში მიიღება მხოლოდ ონლაინ საგანაცხადო ფორმა.
განაცხადების შეტანის ბოლო თარიღია:
25 იანვარი, 2012 წელი - ყველა აკადემიური პროგრამისათვის (გარდა გამონაკლისებისა)
გამონაკლისი:
4 იანვარი - აპლიკაციების გაგზავნის ბოლო ვადა მათთვის, ვინც აბარებს MESPOM და Myndus MAPP პროგრამებზე, აქვთ ჩაბარებული ინგლისური ენის ტესტი (iBT TOEFL ან IELTS) და სურთ დაფინანსების მოპოვება;
4 მაისი - მათთვის, ვინც აბარებს MESPOM, Mundus MAPP და საზოგადოებრივი პოლიტიკის ერთწლიან სამაგისტრო პროგრამებზე, აქვთ ჩაბარებული ინგლისური ენის ტესტი და არ სურთ დაფინანსების მოპოვება.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C220 ტელ.: 229 47 11.